გენადი არველაძე აშშ-ის კონგრესვუმენ კეროლ მილერს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომელიც აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, აშშ-ს კონგრესში კონგრესვუმენ კეროლ მილერთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ თანამშრომლობასა და პრიორიტეტული ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კონგრევუმენს 2021 წელს საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მხარდამჭერი წერილისთვის. გენადი არველაძემ ხაზი გაუსვა აშშ-ისა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობას, რომელიც დადებითად აისახება როგორც უშუალოდ ორმხრივ ვაჭრობაზე, ისე ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

„თავის მხრივ, კეროლ მილერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა აღნიშნული საკითხისადმი და განაცხადა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კიდევ უფრო გაზრდის ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შემდეგ საფეხურზე გადაიყვანს.

შეხვედრაზე ასევე, საუბარი წარიმართა შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, აგრეთვე გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. ასევე, აშშ-ს მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე მისი ევროკავშირში და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა