გენადი არველაძემ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართა

აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჰეიდი გომესს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს ელჩი აშშ-ში, დავით ზალკალიანიც დაესწრო.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას, ყურადღება გამახვილდა აღნიშნული პარტნიორობის მომავალში კიდევ უფრო განვითარების პოტენციალზე, განსაკუთრებით ეკონომიკის ისეთ სფეროებში როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ენერგეტიკა.

„საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ რთულ მდგომარეობას, რომელიც საქართველოზეც აისახება. აღინიშნა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაიზარდა საქართველოზე გამავალი ე.წ. შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა. მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით დგამს, აგრეთვე ყურადღება გამახვილდა ისეთი სტრატეგიული პროექტების განვითარების მნიშვნელობაზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და სხვა.

შეხვედრაზე ასევე მაღალი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საკითხი, რომლის განხორციელების შემდეგაც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სისტემა ევროკავშირისას დაუკავშირდება. ხაზი გაესვა აღნიშნული პროექტის სტრატეგიულობას საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით. ასევე ითქვა, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან პირდაპირი კავშირი ჰქონდეს.

მხარეებმა განიხილეს საქართველო - აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის (EWG) მორიგი შეხვედრის ახლო მომავალში გამართვის საკითხი.

გენადი არველაძემ ჰეიდი გომესი პირადად მოიწვია თბილისში დაგეგმილ აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც წელს მეოთხედ გაიმართება. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე აშშ - ის, საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მხრიდან მაღალ დონეზე მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი იქნებოდა“, - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა