პაატა მანჯგალაძე - ტალახის სროლაში არავის ვეჯიბრებით - საქმეში შევეჯიბროთ

რა განსხვავებაა ახლა ზახაროვასა და გურამ მაჭარაშვილს შორის? ხალხის ძალასა და ზახაროვას შორის?, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებას ბათუმში გამართულ აქციაზე, რომ „ქვეყნის შიგნით ამ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია“ და მას „რადიკალური ქართული ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით“ აწყობს.

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლიდერები „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებაზე ალაპარაკდნენ, რითაც „ირმა ინაშვილის პროექტზე გადასხდნენ“.

„ისიც კარგად მახსოვს, 2018 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების ინიციატივა დააყენა ირმა ინაშვილმა, მას შემდეგ, როცა მოსკოვში ჰქონდა ვიზიტი და შეხვდა კალაშნიკოვსა და იქაურ კომუნისტებს. ანუ პროექტი, რაც არის ირმა ინაშვილის, გადმოჯდა ახლა „ქართული ოცნება“. ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ რადარებიდან გაქრობას ჯერ კიდევ 2014 წელს დაჰპირდა ხალხს. გაქრა რადარებიდანო და უცებ 2023 წელს, თითქმის 10 წლის შემდეგ მთავარი თემა ისევ „ნაციონალური მოძრაობაა“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ამასთან, ოპოზიციურ სპექტრში არსებულ ვითარებაზე საუბრისას, პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ ის და მისი პარტია ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან მხოლოდ ხალხზე ზრუნვისთვის საჭირო საქმეში, გეგმებში და პროგრამებში შეეჯიბრება და არა ტალახის სროლაში.

„ძალიან მარტივ რამეს ვიტყვი, ჩვენ ტალახის სროლაში არ ვეჯიბრებით არავის, დღეს გიორგი ვაშაძემ ძალიან სწორი განცხადებები გააკეთა ბრიფინგზე. საქმეში, პროგრამებში და გეგმებში, ხალხისთვის რას გავაკეთებთ, შევეჯიბროთ, ორივე ხელით მზად ვართ, ხოლო ტალახის სროლაში არავის ვეჯიბრებით და არ ავყვებით იმიტომ, რომ ჩვენ ხალხისგან დაკვეთა გვაქვს, რომ ქვეყანა იყოს თავისუფალი და ევროპული და მეორე, რაც პრობლემები და გასაჭირი აქვთ ადამიებს, მოვუგვაროთ. აი, ამას ელოდება ხალხი, რა ვაჭამოთ ხალხს, ტალახი?“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია