ამირან გამყრელიძე - მთავარი რეკომენდაციაა, ანალიზი ჩატარდეს, რა ვისწავლეთ პანდემიის დროს და როგორ უნდა მოვემზადოთ ახალი საფრთხეებისთვის - შესაძლოა, მსგავსი გამოწვევები განმეორდეს  ახალი შტამების გამოჩენით, გლობალური დათბობით ან კლიმატის ცვლილებით

მთავარი რეკომენდაციაა, ანალიზი ჩატარდეს ქვეყანაში, თუ რა ვისწავლეთ პანდემიის დროს, როგორ უნდა მოვემზადოთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისთვის. ყველა ქვეყანა აკეთებს ანალიზს, გასული სამი წლის განმავლობაში, რა გამოცდილება მიიღეს კორონავირუსის პანდემიისას, რა უნდა ყოფილიყო უკეთესად გაკეთებული და როგორ უნდა ვიყოთ მზად მომავალი გამოწვევებისთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სექტემბერში, გაეროში, მაღალი დონის შეხვედრაზე განიხილავენ ე.წ. მზადყოფნის რეჟიმებს. საუბარი იქნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ მოვლენებზე, მათ შორის, განიხილება პანდემიებისადმი მზადყოფნაც.

„ყველა თანხმდება და გამოცდილებამ აჩვენა, რომ პანდემიებთან ერთად, ერთ-ერთი გამოწვევა არის კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა. ალბათ, წელს იგრძენით, რომ ჩვენთანაც მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა. მთელი რიგი შედეგები აქვს ამ ყველაფერს. ამიტომ სექტემბერში, გაეროს მაღალი დონის შეხვედრაზე განიხილავენ ე.წ. მზადყოფნის რეჟიმებს. იცით, რომ მაისში, იაპონიაში „დიდი შვიდიანის“ შეხვედრაზე, საყოველთაო ჯანდაცვასთან ერთად მთავარ პრობლემად იდგა მზადყოფნის რეჟიმები.

ყველა ქვეყანა აკეთებს ანალიზს, გასული სამი წლის განმავლობაში, კორონავირუსის პანდემიისას რა გამოცდილება მიიღეს, რა უნდა ყოფილიყო უკეთესად გაკეთებული, როგორ უნდა ვიყოთ მზად მომავალი გამოწვევებისთვის. 21-ე საუკუნეში შესაძლოა, მსგავსი გამოწვევები განმეორდეს, შეიძლება, ეს განპირობებული იყოს ახალი შტამების გამოჩენით, გლობალური დათბობით, კლიმატის ცვლილებით, თუ სხვა მიზეზებით.

ალბათ, საქართველოსაც ექნება მსგავსი სტრატეგია მომავალი 5 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, ამჟამად ვარ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობებზე მზადყოფნის 2023-2030 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მოსამზადებელი პროცესის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ვმონაწილებ ასეთი ევროპული დოკუმენტის შემუშავებაში. აღნიშნული მიმართულებით ვმუშაობ და მთავარი რეკომენდაციაა, რომ ანალიზი ჩატარდეს ქვეყანაში, თუ რა ვისწავლეთ პანდემიის დროს, როგორ უნდა მოვემზადოთ მსგავსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა