სახალხო დამცველი ვაშინგტონში ქართულ დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა აშშ-ში საქართველოს სრულუფლებიან და საგანგებო ელჩთან დავით ზალკალიანთან ერთად ვაშინგტონში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართა.

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, ლევან იოსელიანმა ემიგრანტებს ინფორმაცია მიაწოდა სახალხო დამცველის მანდატის შესახებ და გააცნო უფლებამოსილება, რომლის ფარგლებშიც ომბუდსმენის აპარატი უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქმეების განხილვას შეძლებს.

„ემიგრანტები ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ორმაგი მოქალაქეობის მიღების საკითხს ასახელებენ და მნიშვნელოვნად მიიჩნევენ პროცედურების გამარტივებას.

ასევე მწვავედ დგას არალეგალ პირთა უფლებრივი მდგომარეობაც. დიასპორის წარმომადგენლები საუბრობენ საქართველოში სოციალური კამპანიების გააქტიურების აუცილებლობაზე, რომელიც არალეგალური გზით წამომსვლელ პირთა ინფორმირებას მოახდენს არსებულ საფრთხეებზე.

განიხილეს ასევე ხმის მიცემის უფლების საკითხიც. ემიგრანტები ამერიკის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნების დამატებას ითხოვდნენ.

შეხვედრა ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა