დავით ბაქრაძე - პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის დებატების ფარგლებში მიმართავს მსოფლიო ლიდერებს, ხაზს გაუსვამს ჩვენი ხელისუფლების მშვიდობიან პოლიტიკას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით

ძალიან მეგობრული შეხვედრა გაიმართა გაეროს გენერალურ მდივანთან, ბატონ ანტონიო გუტიერეშთან, რომელმაც პრემიერ-მინისტთან საუბრისას ხაზი გაუსვა კრიზისებით დამძიმებულ გარემოში საქართველოს ხელისუფლების ბრძნულ პოლიტიკას მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის, ასევე, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, - ამის შესახება გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შედეგზე ორიენტირებული და ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.

„გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ნიუ-იორკში. ძალიან მეგობრული შეხვედრა გაიმართა გაეროს გენერალურ მდივანთან, ბატონ ანტონიო გუტიერეშთან, რომელმაც პრემიერ-მინისტთან საუბრისას ხაზი გაუსვა კრიზისებით დამძიმებულ გარემოში საქართველოს ხელისუფლების ბრძნულ პოლიტიკას მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის, ასევე, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით და მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით.

შედეგზე ორიენტირებული და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები, ორმხრივი შეხვედრები, რომლებიც გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად. განსაკუთრებით ევროპელ ლიდერებთან, საუბარი დაეთმო საქართველოს ხელისუფლების მიერ 12 პუნქტის წარმატებით შესრულებას და ასევე, იმ მაღალ მოლოდინებს, რომლებიც გააჩნია საქართველოს მოსახლეობას კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით.

დღეს კი უკვე მთავარი ღონისძიებაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის დებატების ფარგლებში მიმართავს მსოფლიო ლიდერებს, ხაზს გაუსვამს ჩვენი ხელისუფლების მშვიდობიან პოლიტიკას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, ისაუბრებს იმ ეკონომიკურ რეფორმებზე და დემოკრატიულ რეფორმებზე, რომლებიც განახორციელა საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობისათვის ხელშესახები შედეგების მიღების მიზნით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო