ირაკლი კუპრაძე - საქართველოს გავლით, ყოველდღიურად, რუსული სანქცირებული ტვირთი, მათ შორის, ნავთობი მიედინება - დოკუმენტები გვაქვს ხელთ, რომლითაც „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის ღალატი მტკიცდება

საქართველოს გავლით, ყოველდღიურად, რუსული სანქცირებული ტვირთი, მათ შორის, ნავთობი მიედინება - სავარაუდოდ, ჯერ ხდება ამ სანქცირებული ტვირთების წარმომავლობის „გათეთრება“, შემდეგ კი - მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირება, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი კუპრაძემ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, „საქართველო „ქართულმა ოცნებამ“ შავ ხვრელად და რუსეთისთვის დახმარების ერთადერთ წყაროდ აქცია“.

„დღეს, მტკიცებულებები, ფაქტები და დოკუმენტები გვაქვს ხელთ, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების" კიდევ ერთი მოღალატეობრივი მოქმედება და ტყუილი საზოგადოებისთვის აშკარა ხდება. ეს, დაახლოებით, 160 გვერდია შესაბამისი დოკუმენტებისა, რომლითაც მტკიცდება, რომ საქართველო „ქართულმა ოცნებამ“ შავ ხვრელად და რუსეთისთვის დახმარების ერთადერთ წყაროდ აქცია. ამ დოკუმენტების მიხედვით, ცხადი ხდება, რომ საქართველოს გავლით ყოველდღიურად, რუსული სანქცირებული ტვირთი, მათ შორის, ნავთობი მიედინება. დოკუმენტებში ნაჩვენებია ტანკერების, გემების ტრაქტორია საქართველოს გავლით. ერთ-ერთ გვერდზე, რომელიც სასაზღვრო დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის, გოჩა ბერიძის მიერაა მოპოვებული, ვხედავთ რუსული გემის და ტანკერის გადაადგილებას რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით. ვანო ჩხარტიშვილის გასამდიდრებლად „ქართული ოცნება“ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს ყოველდღიურად ღალატობს. ამ პროცესში, ცხადია, რომ საქართველო რუსეთისთვის დახმარების პროცესში მონაწილეობს. ეს არის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა, რის მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობას უკრაინელების სისხლში იძულებით გვსვრის, მაგრამ თავად, „ქართული ოცნება" და მასთან დაკავშირებული პოლიტიკოსები, ვანო ჩხარტიშვილები და მისი „კლანი“ მდიდრდებიან. ისინი „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში შენარჩუნებას ემსახურებიან.

ეს გემები რუსეთსა და საქართველოს შორის ყოველდღიურად მოძრაობენ. სავარაუდოდ, ჯერ ხდება ამ სანქცირებული ტვირთების წარმომავლობის „გათეთრება“ შემდეგ კი - მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირება. ამ ფაქტებზე დაყრდნობით, „ქართული ოცნება“ გღალატობთ თქვენ, მივმართავ მოსახლეობას, რომელსაც ევროინტეგრაციის სურვილი გაქვთ, რომელთაც ათწლეულების განმავლობაში, ევროკავშირისკენ სვლის ურყევი ნება გაქვთ - „ქართული ოცნება“ თქვენ რუსეთის კრიმინალურ და სისხლიან რეჟიმთან გაკავშირებთ! ამ დოკუმენტაციას, თან ახლავს საქართველოს შესაბამისი უწყებების, საზღვაო დეპარტამენტის მონაცემები ტვირთების ოდენობასთან და სახეობებთან დაკავშირებით. მოცემულია საშემოსავლო სამსახურის შესაბამისი ამონაწერები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ტყუილის მტკიცებულებაა. ეს დოკუმენტაცია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მედიისთვის, თქვენთვის, საზოგადოებისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის, უნდა იყოს მძიმე პასუხისმგებლობის საფუძველი „ქართული ოცნების" კისერზე. უნდა გვესმოდეს რომ „ქართული ოცნება" კრემლისა და რუსეთის ინტერესებს ემსახურება. გავიაზროთ, რომ ეს ხელისუფლება შესაცვლელია, თორემ იქნება რუსული ტანკერები, კრუიზები და კანონი. მისი შეცვლის გარეშე ამ ქვეყანაში სტაბილურობა და ევროინტეგრაციის სწრაფი სვლა შეუძლებელია“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო