ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება

ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს. “დღეს, ბრიფინგზე პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა რუსული სანქცირებული ნავთობის გასაღებისა და რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის არარსებულ ფაქტთან დაკავშირებით მახსენა. ირაკლი კუპრაძე გამოუცდელი ახალგაზრდაა და ადვილია მისი გამხმოვანებლად გამოყენება, მაგრამ ამ ბრიფინგის დამგეგმავმა, „ლელოს“ დამფუძნებელმა და თაღლითობაში მხილებულმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კარგად იციან, რომ არც სანქციამდე და მით უფრო სანქციების მერე არ მქონია არანაირი შეხება რუსულ ნავთობთან და ჩვენი მხრიდან არ ყოფილა და არც მომავალში ექნება ადგილი საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას. უფრო მეტიც, ბიზნესში ოდნავ ჩახედული ადამიანისთვის ცხადია, რომ ასეთი რამ თეორიულადაც შეუძლებელია, რადგან გემების და ტვირთების საზღვრის კვეთას სასაზღვრო ადმინისტრაცია და შემოსავლების სამსახურები მკაცრად აკონტროლებენ და გასული წლის 26 თებერვლიდან საქართველოში არ დაფიქსირებულა სანქციის დარღვევის არცერთი შემთხვევა. ეს არაერთხელ იქნა აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდანაც.

ეს არ არის პარტია “ლელოს“ მხრიდან ჩემზე სიცრუის შეთხზვისა და ტირაჟირების პირველი შემთხვევა და ფაქტია, რომ ადგილი აქვს როგორც გამიზნულ მავნებლობას ქვეყნის წინააღმდეგ, ისე პოლიტიკური ტრიბუნის ბიზნეს ანგარიშსწორებისთვის გამოყენების მცდელობას. შესაბამისად, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც დგანან „ლელოს“ ამ უნიჭო კამპანიის უკან და რომელთაც არც სამართლებრივი, არც მორალური და არც ბიზნეს პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ, ჩემი მხრიდან მაინც სამართლებრივი რეაგირება იქნება”, - აღნიშნულია განცხადებაში.

(R)

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ