ზურაბ აზარაშვილი თურქეთის მთავარ ომბუდსმენ შერეფ მალკოჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი თურქეთის მთავარ ომბუდსმენს შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ აზარაშვილმა შერეფ მალკოჩს ის პროგრამები გააცნო, რომლებსაც სამინისტრო ადამიანის უფლებების, ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის კუთხით ახორციელებს.

„შეხვედრაზე, ასევე, ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროექტები განიხილეს. მხარეებმა, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე და ერთობლივ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები, მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაიასთან ერთად, თბილისის ადამიანით ვაჭრობის და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებას დაათვალიერებენ და მისი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნობიან.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: თურქეთის სახალხო დამცველის მოადგილე, ჯალილე ოზლემ თუნჩაქი და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ალი ქაან ორბაი. ასევე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, სოფიო კილაძე და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი, რუსუდან კოხოძე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს