გრიგოლ ვაშაძე - იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან არ არსებობს იმპიჩმენტის ობიექტი

იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან არ არსებობს იმპიჩმენტის ობიექტი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2018 წელს გაერთიანებულმა ოპოზიციამ გააკეთა განცხადება, რომელიც მისთვის დღესაც მოქმედია და ეს არის საფუძველი იმის, რის გამოც იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

„2018 წელს „გაერთიანებულმა ოპოზიციამ - ძალა ერთობაშია“, გააკეთა შემდეგი განცხადება, რომ „საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ ჩატარებულა, ჩატარდა ბიუროკრატიულ-კრიმინალური ოპერაცია“, რომლის შედეგად ზურაბიშვილი შეიტანეს ოფისში. შესაბამისად, ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს არ გვყავს პრეზიდენტი და მის მიმართ არ გვაქვს არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური, არც მორალური ვალდებულებები. ჩემთვის ეს განცხადება დღესაც მოქმედია და ვერ მივიღებ იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას იმიტომ, რომ არ არსებობს იმპიჩმენტის ობიექტი”,- განაცხადა ვაშაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი