ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს - ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხალხმა აგირჩიათ ისაა, რომ არ უნდოდათ „ნაციონალი“ პრეზიდენტი, თორემ პიროვნულად შეიძლება არც არაფერს ერჩოდნენ გრიგოლ ვაშაძეს, ნინო ანანიაშვილის ქმარი მაინც არის

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხალხმა პრეზიდენტად აგირჩიათ ისაა, რომ არ უნდოდათ „ნაციონალი“ პრეზიდენტი, თორემ პიროვნულად შეიძლება არც არაფერს ერჩოდნენ გრიგოლ ვაშაძეს, ნინო ანანიაშვილის ქმარი მაინც არის, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ხალხმა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად მეორე ტურში იმიტომ აირჩია, რომ „ნაციონალების“, კრიმინალების შეწყალების ეშინოდა და ზურაბიშვილმა სწორედ ამას უღალატა.

„ხალხმა, თქვენ, სხვათა შორის, სხვადასხვა მიზეზის გამო აგირჩიათ. ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ არ უნდოდათ, „ნაციონალი“ პრეზიდენტი, თორემ პიროვნულად შეიძლება არც არაფერს ერჩოდნენ გრიგოლ ვაშაძეს, ნინო ანანიაშვილის ქმარი მაინც არის, მაგრამ არ უნდოდათ „ნაციონალური“ პრეზიდენტი. დღეს თქვენ ხართ „ნაცმოძრაობაში“. ხალხმა აგირჩიათ მეორე ტურში, იმიტომ რომ ხალხს „ნაციონალების“, კრიმინალების შეწყალების ეშინოდა. თქვენ შეიწყალეთ კრიმინალი „ნაციონალი“ცოტა ხნის წინ. რისთვისაც აგირჩიათ თქვენ ხალხმა, სწორედ იმას უღალატეთ. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რატომ არ შეიძლება დარჩეთ თქვენ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე,“ - განაცხადა კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი