პრემიერი - მიუხედავად შიდა თუ გარე მტრებისა, ამდენი დესტრუქციისა და საბოტაჟისა, ჩვენი ქვეყანა მაინც მიიღებს სტატუსს - მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად

მიუხედავად ამ შიდა თუ გარე მტრებისა, მე ასე ვიტყოდი, და ამდენი დესტრუქციისა და საბოტაჟისა, ჩვენი ქვეყანა მაინც მიიღებს სტატუსს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მისი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს ოპოზიციონერები დადიოდნენ და ეხვეწებოდნენ ევროპელ კოლეგებს, რომ არ მიგვეღო უვიზო რეჟიმი.

"უვიზო რეჟიმზე როცა ვმუშაობდით, მაშინ, ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, გახსოვთ რომ დათო ბაქრაძე, იქ კანდელაკი და სხვა ოპოზიციონერები დადიოდნენ, ეხვეწებოდნენ, ემუდარებოდნენ ევროპელ კოლეგებს, რომ არ მიგვეღო უვიზო რეჟიმი. ეს არის ფაქტი მეგობრებო და რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა. მე, რა თქმა უნდა მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ძალისხმევის შედეგად, ჩვენ რა თქმა უნდა ვაქარწყლებთ აი იმ ნეგატიურ ნარატივს და დეზინფორმაციას, რომელიც მოედინება უხვად ჩვენი დედაქალაქიდან, თბილისიდან ოპოზიციონერების მხრიდან და მათ იციან რეალობა, ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა.

ამიტომ ეს სამწუხარო ფაქტია, ეს არის აღიარება და მე მინდა აღვნიშნო, ასე ვთქვათ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ თავად აღიარეს ეს სამარცხვინო, მე ასე ვიტყოდი, ქმედება და საქციელი. მაგრამ მინდა ყველა დავამშვიდო, რომ მიუხედავად აი ამ შიდა თუ გარე მტრებისა, მე ასე ვიტყოდი და ამდენი დესტრუქციისა და საბოტაჟისა ჩვენი ქვეყანა მაინც მიიღებს სტატუსს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ მშვიდობაც გვექნება, ვართ მოწოდებული, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა და მშვიდად უნდა მივყვეთ, ოღონდ მტკიცედ და ფხიზლად აი ამ სიტუაციას",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო