შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (Pabsec) საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელად დავით სერგეენკოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი ჩაანაცვლებს. საკითხი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მუდმივმოქმედ დელეგაციებში სხვა ცვლილებებთან ერთად განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
„პაბსეკის“ დელეგაციის ხელმძღვანელად დავით სერგეენკოს ნაცვლად იქნება ირაკლი მეზურნიშვილი, შესაბამისად დავით სერგეენკო ამოვა ამ დელეგაციიდან,“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.