11 ნოემბერს ქართველი მსმენელის წინაშე ლიზა სტენსფილდი წარდგება

11 ნოემბერს ქართველი მსმენელის წინაშე განუმეორებელი ლიზა სტენსფილდი წარდგება. ლიზა სტენსფილდი ყველასთვის საყვარელი ბრიტანელი მომღერალია, რომელმაც კარიერის დასაწყისიდანვე, თავისი უნიკალური ხმითა და ემოციური შესრულებით, მრავალი მსმენელის გული დაიპყრო. მისი შემოქმედება აერთიანებს პოპის, სოულისა და R&B ჟანრებს. სტენსფილდის ყველაზე საკულტო სიმღერაა “All Around the World” , სადებიუტო ალბომიდან – “Affection”, რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს და მაღალი გაყიდვებით გამოირჩევა.

ლიზა სტენსფილდს კარგად იცნობს ქართველი მსმენელიც. აქ ის ბევრის რჩეული შემსრულებელია და ამ ადამიანებს საშუალება ეძლევათ, ლიზას ცოცხალი შესრულებით მოუსმინონ 11 ნოემბერს, „აქსის თაუერში”. ღონისძიება Falestra-სა და Mastercard-ის მუსიკალური სერიების ნაწილია ,ღონისძიების მხარდამჭერია პრიმო , ალდაგის პრემიუმ დაზღვევა

ლიზა სტენსფილდმა თავისი კარიერა 1980-იანი წლებში დაიწყო და მას შემდეგ უამრავი მუსიკალური ჯილდო, მათ შორის გრემის ნომინაციაც მიღებული აქვს. მისი სიმღერები წლების განმავლობაში ჩარტების ტოპადგილებზე იყო და მსოფლიო მასშტაბით ლიზას 20 მლნ-ზე მეტი ალბომია გაყიდული. მის მუსიკალურ გემოვნებაზე გავლენა მოახდინეს ისეთმა არტისტებმა, როგორებიც არიან: Marvin Gaye, Diana Ross, Aretha Franklin და Barry White. ლიზა სტენსფილდი თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომღერალია და უახლოეს დღეებში, თავისი განუმეორებელი შესრულებით, ქართველ მსმენელებსაც გაახარებს.

მსურველებს ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე შეგიძლიათ. აქვე გაითვალისწინეთ, რომ ვებგვერდიდან ბილეთის შეძენა მხოლოდ მასტერქარდის ბარათის მონაცემებითაა შესაძლებელი.

(R)

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს