ცესკოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში დასრულდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცესკოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დელეგაციამ ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებთან გამართა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადება და არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები იყო. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა არჩევნების მოდერნიზების მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე შეხვდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობასთან ერთად შეხვედრებზე განიხილეს 2024 წლის არჩევნების ჭრილში, ამომრჩეველთა ინფორმირების საკითხები, არსებული გამოწვევები და საჭიროებები.

„ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. მათთან წარმატებული ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ახლა, როდესაც არჩევნების მოდერნიზების გადამწყვეტ ეტაპზე ვიმყოფებით, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საარჩევნო ადმინისტრაციის მხარდაჭერის გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას საარჩევნო პროცესში და ამ მხრივ ადმინისტრაცია იქნება ღია და გამჭვირვალე ყველა საერთაშორისო პარტნიორისთვის“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკოს დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა აშშ-ში საქართველოს ელჩს დავით ზალკალიანს და საელჩოს წარმომადგენლებს. შეხვედრაზე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ცესკოს დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში გიორგი კალანდარიშვილთან ერთად ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან დანგაძე და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე შედიან, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური შეხვედრები 28-30 ნოემბერს გამართა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა