„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა

30 ნოემბერს, სმარტ კაპიტალ ჯგუფის ფონდებმა „აი ია“ და „ქართული გალობა“ ნოდარ დუმბაძის 95 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოცემული წიგნების პრეზენტაციას უმასპინძლა.

ცნობილი მწერლის ლექსების კრებული და რომანი „მე ვხედავ მზეს“ ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფონდის ინიცირებით და სმარტ კაპიტალ ჯგუფის ფონდების მხარდაჭერით დაიბეჭდა. ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის გარდა, პროექტს ინკლუზიის მიმართულებითაც მნიშვნელოვანი როლი აქვს. რომანი „მე ვხედავ მზეს“ საქართველოს უსინათლოთა კავშირის აქტიური ჩართულობით, უსინათლო მკითხველისთვის განკუთვნილი ე.წ. ბრაილის შრიფტით გამოიცა. ასეთი ინკლუზიური პროდუქტის შექმნა მიზნად ისახავს სუსტად მხედველი და უსინათლო ადამიანების განათლების წახალისებას, ადაპტირებული გარემოს შექმნის ხელშეწყობასა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხარისხის გაზრდას. აღნიშნული უნიკალური გამოცემები, საქართველოს უსინათლოთა კავშირს საჩუქრად გადაეცემა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფონდის დამფუძნებელი, ქეთევან დუმბაძე, ფონდების „ქართული გალობა“, „აი-ია“ დამფუძნებელი და სმარტ კაპიტალ ჯგუფის კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელმძღვანელი - ნანა გოთუა, გამოცემის მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე, საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.

საგულისხმოა, რომ პროექტის მხარდამჭერი სმარტ კაპიტალ ჯგუფის ფონდი „ქართული გალობა“, წლებია ქართული კულტურის პოპულარიზაციას ლობირებს როგორც მუსიკალური, ისე ლიტერატურული ღონისძიებების ფარგლებში. გარდა ამისა, პროექტში აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო ფონდი აი-ია, რომელიც ასევე წლებია მუშაობს სმენადაქვეითებული ბავშვების რეაბილიტაციასა და მათ სოციალურ ინტეგრაციაზე.

სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობაა ის ძირითადი ღირებულება, რამაც აღნიშნული ფონდების და დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფონდი ამ საერთო მიზნისთვის გააერთიანა.

(R)

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება