რაჟდენ კუპრაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია გაერო-ს კონვენციის კორუფციის წინააღმდეგ მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის მეათე სესიის სხდომას ესწრება

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია გაერო-ს კონვენციის კორუფციის წინააღმდეგ მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის (UNCAC COSP) მეათე სესიის სხდომას ესწრება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

მათი ცნობით, 2023 წლის 11 დეკემბერს, გაერო-ს კონვენციის კორუფციის წინააღმდეგ მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის (UNCAC COSP) მე-10 სესიის პრეზიდენტად რიჩარდ ნეფიუ აირჩიეს.

„კონფერენციის ფარგლებში, ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლები პანელურ დისკუსიაში იღებენ მონაწილეობას და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს ახორციელებენ.

საქართველოს დელეგაციას წარმოადგენენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ვენაში, ქეთევან ციხელაშვილი; ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი; ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ ვეკუა; საქართველოს სრულუფლებიანი და მუდმივი დესპანი ავსტრიაში, მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ვენაში, ია ლომიძე; ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი, გიორგი ბაღდავაძე; ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ვენაში, სალომე ვეკუა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს