ამირან გამყრელიძე - პანდემია არსად გამქრალა, ამიტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საჭირო იქნება და საჭიროა ქვეყანაში იყოს ვაქცინა

დიახ, პანდემია დასრულდა, მაგრამ ის არსად გამქრალა, თანდათანობით სუსტდება, მაგრამ ის ჯერჯერობით შედარებით ვირულენტურია, ვიდრე გრიპის ვირუსი, ამიტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საჭირო იქნება და საჭიროა ქვეყანაში იყოს ვაქცინა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, კლინიკებში არსებული ვითარება გამოწვეულია გრიპით და რესპირატორულ-სინიციტიური ვირუსებით.

მისივე თქმით, გრიპით და რესპირატორულ-სინიციტიური ვირუსებით მოწყვლადია ბავშვთა ასაკი, განსაკუთრებით, 5 წლამდე და ასევე, ხანდაზმულები - 60 წლის ასაკის ზემოთ.

„გავრცელების თვალსაზრისით წინა „პლანზე“ არის გრიპის ვირუსი, რომელიც ყველაზე მეტს აავადებს. შემდეგ მოდის რესპირატორულ-სინიციტიური ვირუსი, შემდეგ უკვე კორონავირუსი. უჩვეულო არაფერი ხდება. წინა 3 წლის განმავლობაში კორონავირუსი „ჩაგრავდა“ გრიპის ვირუსს, დღეს წინა „პლანზეა“ გრიპი, ძირითადად A-ტიპის და H1N1-ი, რომელიც „ღორის გრიპის“ სახელით არის ცნობილი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი შტამის ვაქცინა ჯერ არ შექმნილა, რადგან ახალი შტამი ნოემბრის ბოლოს გამოჩნდა, თუმცა გამყრელიძის თქმით, არსებობს ახალი გენერაციის ვაქცინები, რომლებიც არის დასავლეთის ქვეყნებში, თუმცა საქართველოსთვის არ არის ხელმისაწვდომი.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომელებიც ხმარებაშია, 2012 წლიდან გარკვეული პერიოდულობით იცვლება. ახალი შტამის ვაქცინა ჯერ არ შექმნილა. ახალი შტამი ნოემბრის ბოლოს გამოჩნდა, ასე სწრაფად ქვეშტამის ვაქცინა არ იქნება. არსებობს ახალი გენერაციის ვაქცინები, რომლებიც არიან „ომიკრონის“ წინა ქვეშტამების საწინააღმდეგო. ასევე, მათ აქვთ დამცველობა ახალი შტამის მიმართ, რადგან ისინი „ომიკრონის“ „შვილები“არიან. ეს ვაქცინა არის დასავლეთის ქვეყნებში. სამწუხაროდ, ნაკლებად ხელმისაწვდომია საქართველოსთვის. ვიცი, რომ ჩვენები მუშაობენ იმაზე, რომ ეს ვაქცინა საქართველოსთვისაც იყოს მისაწვდომი“ , - განაცხადა გამყრელიძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა