პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ პროცესზე გამოცხადება ან დისტანციურად ჩართვა შესთავაზეს, რაზეც მან უარი თქვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად არ ერთვება.

როგორც პენიტენციური სამსახურიდან გამოგზავნილ ოქმშია აღნიშნული, სააკაშვილს პროცესზე გამოცხადება, ან დისტანციურად ჩართვა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენებას 7 ნოემბრის აქციისას დაზარალებულები მისცემენ.

როგორც ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, სააკაშვილის ბრალეულობას ვერც ერთი მოწმე ვერ დაადასტურებს. ადვოკატის თქმითვე, მან თავის დროზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს