ქუთაისის მერია - თვითმმართველობამ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების სახურავის რეაბილიტაციისთვის საჭირო მასალა გადასცა

ქუთაისის თვითმმართველობამ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების სახურავის რეაბილიტაციისთვის საჭირო მასალა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

ქუთაისის მერიის ცნობით, 6 თებერვალს მოსული უხვი ნალექის შედეგად, საცხოვრებელი სახლები დაზიანდა ვაკისუბნის, ნიკეას, კახიანოურის, ძელქვიანის, საფიჩხიისა და გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულებში.

დაზარალებულ მოსახლეობას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილე იუზა უგულავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძე, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.

"ქუთაისში, 6 თებერვალს, გადაუღებელი წვიმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. თვითმმართველობაში შეიქმნა კომისია და აღირიცხა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი. უკვე დავიწყეთ მოსახლეობისთვის გადახურვისთვის საჭირო მასალის გადაცემა, პროცესი გაგრძელდება და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ყურადღების გარეშე არ დარჩება დაზარალებული არცერთი ოჯახი", - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება