ქუთაისში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა დავით აღმაშენებლის ძეგლი ყვავილებით შეამკეს

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან სანიკიძემ, ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ბასილაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს დავით აღმაშენებლის ძეგლი და პატივი მიაგეს დიდი მეფის ხსოვნას.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

„8 თებერვალი საქართველოს ყველაზე დიდებული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა. „დავითობა" ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნებოდა ქუთაისში, რადგან დავით IV აღმაშენებელმა სწორედ ჩვენი ქალაქიდან დაიწყო თავისი დიადი საქმეები - უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი რეფორმები და შთამბეჭდავი საბრძოლო გამარჯვებები. გაერთიანებული საქართველოს პირველი დედაქალაქიდან გილოცავთ „დავითობას"! დაე, საქართველო ყოველთვის იყოს ისეთი ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი, როგორიც იყო დავით აღმაშენებლის დროს!",- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება