გია ვოლსკი - ნიკა გვარამია შეიძლება ფორმალურად დასცილდეს სააკაშვილს, შეიძლება გააკრიტიკოს და დააბრალოს დემენცია, რომელიც მას არასდროს სჭირდა, მაგრამ ვერ გაექცევა იმ სისხლიან წარსულს, რომელიც მისი მონაწილეობით ხორციელდებოდა

ის, რომ გვარამიამ გადაწყვიტა, ეს ინტელექტუალური ნაწილი მოიზიდოს და შექმნას დამატებითი პლატფორმა, აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ იგი სადღაც შორს წავიდა იმ ორბიტიდან, რასაც „ნაცმოძრაობის“ ორბიტა ჰქვია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ტერმინი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ რეალურ სახეს იძენს და გვარამია სააკაშვილისგან დისტანცირებით თავის წარსულს მაინც ვერ გაექცევა.

„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ - ასეთი სწორი ტერმინი იყო ჩვენ მიერ გამოყენებული, ახლა კი რეალურად სახეს და აშკარა კონტურებს იძენს. ასე რომ, ნიკა გვარამია შეიძლება დასცილდეს სააკაშვილს, შეიძლება გააკრიტიკოს სააკაშვილი, დააბრალოს დემენცია, რომელიც მას არასდროს არ სჭირდა, მაგრამ ვერანაირად ვერ გაექცევა იმ სისხლიან წარსულს, რომელიც მისი მონაწილეობით ხორციელდებოდა”, - განაცხადა ვოლსკიმ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს