ელჩ ზაზა გაბუნიას 1828 წელს დაარსებული მეხიკოს უნივერსიტეტის (UAEM) პრემია გადასცეს

მექსიკაში საქართველოს ელჩს ზაზა გაბუნიას, “საერთაშორისო თანამშრომლობაში, ჰუმანიზმში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში განსაკუთრებული წვლილისათვის, მექსიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნისა და ქვეყნებს შორის პირველი უმაღლესი დონის ხელშეკრულების ხელმოწერისათვის, ლათინურ ამერიკაში მთავარი ქართული ეპოსის “ვეფხისტყაოსნის” პირველად გამოცემისა და ათასწლოვანი კულტურის ორი ერის დაახლოებისათვის ყოველდღიურად გაწეული დიდი ძალისხმევისთვის”, მეხიკოს შტატის უნივერსიტეტის (UAEM) დიდი პრემია გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მექსიკაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

“როგორც ელჩს და დიპლომატს, მაქვს განსაკუთრებული პატივი, მივიღო ამერიკის კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, 1828 წელს დაარსებული, ქვეყნის პრეზიდენტებისა და სხვა არაერთი ისტორიული პირის ალმა-მატერის, ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე მეხიკოს უნივერსიტეტის (UAEM) დიდი პრემია“, - აცხადებს ზაზა გაბუნია.

პრესტიჟული უნივერსიტეტის ჯილდოს მიღების შემდეგ, ელჩ ზაზა გაბუნიას შესაძლებლობა ჰქონდა საჯარო ლექცია წაეკითხა პროფესორებისა და სტუდენტების წინაშე.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია