საქართველოს პარლამენტის წევრები სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის წევრები - მიხეილ სარჯველაძე, გენრიეტა წიწავა და ალექსანდრე ტაბატაძე სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, მდინარე ენგურის ხიდთან და სოფელ რუხში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ისინი ადგილობრივი მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის და საჭიროებების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

შეხვედრის ორგანიზება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობის ფარგლებში განხორციელდა, რომლითაც გათვალისწინებულია საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროების შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირება. დაგეგმილია შეხვედრების გაგრძელება სხვადასხვა ჯგუფებთან.

შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი გუგუჩიას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას მხარდაჭერითა და მონაწილეობით გაიმართა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს