საქართველოს პარლამენტის წევრები შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის წევრები - ალუდა ღუდუშაური, გიორგი სოსიაშვილი და ქეთევან ჩარკვიანი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, პარლამენტის წევრებმა სოფელ ტყვიავში ადგილობრივი მოსახლეობისგან ინფორმაცია მათი უფლებრივი მდგომარეობის და საჭიროებების შესახებ მოისმინეს.

შეხვედრის ორგანიზება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობის ფარგლებში განხორციელდა, რომლითაც გათვალისწინებულია საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროების შესწავლა და მათზე კომპეტენციის ფარგლებში რეაგირების გზების განსაზღვრა. კომიტეტს დაგეგმილი აქვს შეხვედრების გაგრძელება სხვადასხვა ჯგუფებთან.

შეხვედრები შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის, მიხეილ შაყულაშვილის და გორის მუნიციპალიტეტის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მხარდაჭერითა და მონაწილეობით გაიმართა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს