ქუთაისში  N1 საჯარო სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ

ქუთაისის N1 საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ. სკოლის დაარსებიდან 192-ე სასწავლო წელი ოქროს მედლით სულ 37-მა მოსწავლემ დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაჯილდოების ცერემონიას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ბასილაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

„წარმატებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადავეცით. ვულოცავ ახალგაზრდებს ამ დამსახურებულ ჯილდოს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო დიდი წარმატების საწინდარია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს თაობა სკოლის 192-ე სასწავლო წლის გამოშვებაა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პირველი საჯარო სკოლის ისტორიულ მნიშვნელობას",- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება