ალეკო ელისაშვილი - არაჩვეულებრივი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი შეწყალების კომისიას აღადგენს - თუ მის თავმჯდომარედ ეკა ბესელიას დანიშნავს, ეს იქნება კატასტროფა და კორუფციის მძვინვარება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

არაჩვეულებრივი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი შეწყალების კომისიას აღადგენს - თუ მის თავმჯდომარედ დანიშნავს ეკა ბესელიას, ეს იქნება კატასტროფა, ეს იქნება კორუფციის მძვინვარება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, - ასე ეხმიანება „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა შესაძლოა, შეწყალების კომისია აღადგინოს და მის თავმჯდომარედ ეკა ბესელია დანიშნოს.

ელისაშვილი აცხადებს, რომ "ბესელია პატიმრების ბედით ვაჭრობდა”.

„ღმერთმა დაიფაროს, იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი ასეთ ძალიან დიდ შეცდომას არ დაუშვებს. ბესელია მთელი თავის ცხოვრება ფულს აკეთებდა პატიმრების ბედით ვაჭრობით. ერთხელ რომ რაღაცას გემოს გაუსინჯავ, მერე სულ გინდა, თან იოლად იშოვება იქ ფული, ნამუსი თუ არ გაქვს და შუბლის ძარღვი თუ გაქვს გაწყვეტილი. ერთი სული აქვს და უტრიალებს ამ ყველაფერს. სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ, კარგად დაფიქრდეს, ასეთ შარში თავის თავს, ქვეყანას, პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს ნუ გახვევს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ეკა ბესელიას შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნის თაობაზე ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. თავად ბესელია აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს