გია ხუხაშვილი - ჩრდილოვანი კაბინეტის შესახებ ინფორმაცია არის აბსურდი - არანაირი კომუნიკაცია და კოორდინაცია არ არსებობს, დღეს ოპოზიცია არის დაქსაქსული

ჩრდილოვანი კაბინეტის შესახებ ინფორმაცია არის აბსურდი - ოპოზიციაში დღეს არანაირი კომუნიკაცია და კოორდინაცია არ არსებობს, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ჩახედულია კულისებში და ჩრდილოვანი კაბინეტის შესახებ საუბარი არსად ყოფილა.

„სინამდვილეში ინფორმაცია ჩრდილოვანი კაბინეტის შესახებ არის აბსურდი, რამდენადაც მე საქმის კურსში ვარ. ასეთი საუბარი არსად ყოფილა, საკმაოდ კარგად ვარ კულისებში ჩახედული და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა.

ეს არის მთავრობის სტრატკომი, სადაც ძალიან ბნელები სხედან და იგონებენ. ისინი დაკავებული არიან ინფორმაციების შემოგდებით. ყველაზე სასაცილო არის ის, რომ ყველა არ არის საქმის კურსში, ეს იცის შიდა წრემ და შემდეგ სპიკერებს „ტრუსკავეცკებს“ ეკითხებიან ნამდვილია ინფორმაცია თუ არა. ასეთი დაჯგუფება ჰყავთ „ტრუსკავეცი“ მდინარაძის ხელმძღვანელობით, გამოდიან და ლაპარაკობენ და დარწმუნებული არიან, რომ მართლა რაღაც ხდება, სინამდვილეში კი არაფერი ხდება.

ოპოზიციაში დღეს არანაირი კომუნიკაცია და კოორდინაცია არ არსებობს. დღეს ოპოზიცია არის დაქსაქსული“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაციის „შემოგდება“ დასჭირდათ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ოპოზიციური პარტიები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ფიქრობენ მინისტრთა კაბინეტზე.

„ხელისუფლების მატრიცაა, როგორმე შეყაროს ყველა ერთ „ტიტანიკზე“. ბიძინამ საარჩევნო მართვა იცის ერთი გზით - შუა უნდა გაკრიფოს, ანუ ვართ ერთი კეთილი ძალა და ერთი ბოროტი ძალა. თუ ფრონტის ხაზი გაიშალა და ოპოზიცია მრავალფეროვანი იქნება, ეს ბიძინასთვის პრობლემაა, რადგან არ იცის მრავალ ფრონტზე როგორ იბრძოლოს. მას სჭირდება ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ ოპოზიცია არის ერთად და რაც მთავარია ბოროტების სიმბოლოსთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად.

ამ ინფორმაციის შემოგდება დასჭირდათ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ფიქრობენ მინისტრთა კაბინეტზე.

პარტიები ელემენტარულ კოორდინაციაზე ვერ თანხმდებიან და რა ჩრდილოვანი კაბინეტი“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, ექსპერტის თქმით, ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობის მოდელი არ გულისხმობს პარტნიორებს, ამიტომ ივანიშვილი იბრძოლებს იმისთვის, რომ არ შეიქმნას კოალიციური მთავრობა.

„ამ არჩევნებში, „ქართული ოცნება“ რომ პირველ ადგილზე გავა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. პრობლემა იმაშია, რომ ბიძინას ერთპიროვნული მმართველობის მოდელი არ გულისხმობს პარტნიორებს. ბიძინას არა თუ სხვა პარტიებში არ ჰყავს პარტნიორი, არამედ საკუთარ პარტიაშიც არ ჰყავს. კობახიძიდან დაწყებული ყველა მრევლია. საერთოდ არ თვლის ამათ ადამიანებად და ახლა როგორია სხვა პარტიებს გაუნაწილო ძალაუფლება. შესაბამისად, ბიძინა იბრძოლებს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს.

მოქმედ ხელისუფლებასთან კოალიციის შექმნაზე 100-ჯერ დაფიქრდება ყველა პარტია და ძალიან ბევრს მოითხოვს.

თუ ალტერნატიული პოლიტიკური ძალის სახით დამაოკებელი ძალა გაჩნდება, რატომ არ შეძლება ბიძინასთან თანამშრომლობა? მიშასთან შეიძლება, ბიძინასთან არ შეიძლება? ძალიან მაინტერესებს მიშა რით სჯობია ბიძინას? არაფრით!“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძეს განიხილავს. შინაგან საქმეთა მინისტრად დიმიტრი შაშკინს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკა გვარამიას, საგარეო საქმეთა მინისტრად ანა ნაცვლიშვილი ან სალომე სამადაშვილი განიხილება, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მამუკა ხაზარაძე.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია