ეკა ბესელია - ამნისტია შეწყალებისგან განსხვავებით არ არის მორგებული კონკრეტულ პირებზე, ეს არ არის ინდივიდუალური აქტი - წინასაარჩევნოდ კარგი განაცხადია, მიკვირს აქამდე რატომ არ დააყენეს კანონპროექტი

ამნისტიის ნებისმიერ აქტს, როგორც ჰუმანურ აქტს, ყოველთვის დავუჭერ მხარს - რა თქმა უნდა, მას სჭირდება შინაარსობრივი ჩახედვა და განხილვა, თუმცა იდეა არის კეთილი, - შესაბამისი განცხადება პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ ოპოზიციის ნაწილის მიერ ინიცირებულ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული პროექტი ეხება პოლიტიკურ ფიგურებს, რომლებიც ძებნაში არიან, უნდა მოიხსნას.

„ამნისტიის ნებისმიერ აქტს, როგორც ჰუმანურ აქტს, ყოველთვის დავუჭერ მხარს. რა თქმა უნდა, მას სჭირდება შინაარსობრივი ჩახედვა და განხილვა, თუმცა იდეა არის კეთილი. როდესაც საქმე პატიმრებს ეხება, მე ვარ ლოიალური და მათ მხარეს.

როგორც ამბობენ, ეს ამნისტიის პროექტი არ ეხება, ადეიშვილს [ზურაბ] და სხვა პირებს, რომლებიც ძებნაში არიან. ეს არის მკაფიოდ ნათქვამი და ამაზე ავტორები დღეს საუბრობდნენ, ამიტომ ეს არგუმენტი უნდა მოიხსნას. მგონია, რომ ეს არის ხელოვნური ბარიერი“,- განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ ამნისტიას შეწყალებისგან განსხვავებით ახასიათებს ის, რომ არ არის მორგებული კონკრეტულ პირებზე და ასე მსჯელობა არ შეიძლება. ეს არ არის ინდივიდუალური აქტი. ეს არის მუხლები, რომლებსაც შეიძლება ამნისტია შეეხოს. კონკრეტული მუხლები, რომლებიც ხვდებიან ამნისტიაში, გაანალიზებული უნდა იყოს, თუ რამდენად ახასიათებს რეციდივი (განმეორება)“.

მისივე მოსაზრებით, აქტორებისთვის წინა საარჩევნოდ აღნიშნული პროექტი კარგი განაცხადია.

„არჩევნების წინ ამნისტიის პროექტის შემოღება, უნდა განვიხილოთ საარჩევნო ჭრილში. აქტორებისთვის წინასაარჩევნოდ კარგი განაცხადია. გასაგებია მისი შინაარსი, მიკვირს აქამდე რატომ არ დააყენეს ამნისტიის კანონპროექტი. არის ინიციატივები, რომელიც გაცილებით უფრო ადრე უნდა იყოს წარმოდგენილი“,- აღნიშნა ბესელიამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს