სერგო ჩიხლაძე - ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესი, ივანიშვილის კარზე, ივანიშვილის კლანებს შორს ფინანსების, გავლენებისა და თანამდებობების განაწილებაა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილიწერილი, სადაც მან საკუთარი საქმიანობა შეაჯამა, ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დაცვას ემსახურება.

როგორც ჩიხლაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მიმდინარე პროცესი „ივანიშვილის კარზე, ივანიშვილის კლანებს შორს ფინანსების, გავლენებისა და თანამდებობების განაწილებაა“.

„ქართული ოცნების“ ახსნა-განმარტება იყო რამდენიმე წლის წინ - იმდენ რაღაცას ვაკეთებთ, უბრალოდ პიარი არ გვივარგაო. დაახლოებით ამ „მესიჯზე“ დაჯდა ბატონი აზარაშვილი. თუნდაც ეს წერილი, ვფიქრობ, უფრო ღარიბაშვილის დაცვაა. ის არაპირდაპირ იცავს ღარიბაშვილს ამ წერილში და უფრო, ამითაა ნაკარნახევი, რომ ეს წერილი დადო, აიღო, დადო და საბოლოოდ, რაც გამოვიდა ესაა. ესაა ივანიშვილის კარზე, ივანიშვილის კლანებს შორს ფინანსების, გავლენების, თანამდებობების განაწილების პროცესი - ღარიბაშვილის, კობახიძის და კიდეც სხვა დინებებია „ქართულ ოცნებაში“ ივანიშვილის ოჯახის წევრების“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

რაც შეეხება აზარაშვილის წერილის იმ ნაწილს, სადაც ის მძლავრი დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრობს, ჩიხლაძე ამას ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ აზარაშვილი პოსტიდან წასვლის შემდეგაც კი არაა თავისუფალი თავისი აზრის გამოხატვაში.

„არ ვიცი, აზარაშვილი რომელ მძლავრ დაჯგუფებას ებრძოდა, როდესაც მინისტრობიდან წასვლის შემდეგ თავისი პოსტიც კი 9-ჯერ დაარედაქტირა - ხან აიღო, ხან დადო. აქაც კი არაა თავისუფალი თავისი აზრის გამოხატვაში და მას უნდა, დაგვარწმუნოს, რომ რაღაც დაჯგუფებებს ებრძოდა? ვთქვათ, დავუშვათ და ებრძოდა, რაში გამოიხატა - საქართველოს მოქალაქეები უკეთეს ჯანდაცვას იღებენ? - არა; რამე ფინანსური ხელმისაწვდომობა გაეზარდათ რომელიმე სერვისზე? - არა; სამედიცინო პერსონალი კმაყოფილია? - არა. 700 ადამიანს ულუკმაპუროდ ტოვებდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მისი მინისტრობის და ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს 700 ადამიანს ყრიდნენ სამსახურიდან. 700 ადამიანს ტოვებდნენ მშიერს. სიტყვებით ხანდახან ყველა მამაცია. დონ კიხოტივით ებრძვიან ქარის წისქვილებს, მაგრამ რეალობაში რაში გამოიხატა?“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, „ერთადერთი მძლავრი დაჯგუფება ამ ქვეყანაში ივანიშვილის დაჯგუფებაა“.

კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ სწორედ „ივანიშვილის დაჯგუფებას“ გულისხმობდეს ზურაბ აზარაშვილი, ჩიხლაძე პასუხობს - „არ მგონია“.

ცნობისთვის, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობის დატოვების შემდეგ, სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც თავისი საქმიანობა შეაჯამა. სხვა საკითხებთან ერთად აზარაშვილმა მძლავრ დაჯგუფებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, პოსტს 2 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა“.

„ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ქვეყნისთვის გრძელვადიანი შედეგის მისაღებად იყო გათვლილი და არა ერთდღიან პიარ აქტივობაზე. ყოველთვის ვფიქრობდი, რამდენი ძალა, რამდენი სიმართლე იყო ასეთი ჩვენი გადაწყვეტილებების უკან, როცა მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის მანძილზე ვინარჩუნებდი პოსტს, დღეს კი ღირსეულად, ამაყმა დავტოვე დროებითი თანამდებობა“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება