მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით გურჯაანში შეხვედრა გაიმართა

გურჯაანში, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მომხმარებლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე, შედეგებზე და სააგენტოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე ისაუბრა.

„რეგიონებში შეხვედრები მომხმარებელთან ძალიან მნიშვნელოვანია, რათა აქტიური დიალოგის რეჟიმით, სექტორულად, გაფართოებულ ფორმატში ვისაუბროთ იმ საკითხებზე, გადაწყვეტილებებზე, რომელიც მომხმარებელს ინფორმირებული არჩევანის და საკუთარი უფლებების დაცვის შესახებ მეტ შესაძლებლობებს მისცემს. ჩვენი მიზანია მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერება, ხელშეწყობა და დაცვა“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ლექვინაძემ.

„ღონისძიება გახსნა დავით სონღულაშვილმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ; კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ; სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა. ასევე, სიტყვით გამოვიდნენ - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში, გიორგი ალადაშვილი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაიმართა, სადაც ექვსი მარეგულირებელი უწყების წარმომადგენელმა მონაწილეებთან ერთად დეტალურად მიმოიხილა - თუ როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლებები, დარღვევის შემთხვევაში ვის მიმართოს და რა ფორმით.

კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილი შეხვედრები გრძელდება, რომელიც 14 მარტს ქუთაისში, ხოლო 15 მარტს - მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღეს - ბათუმში გაიმართება“,- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება