მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებული მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ შეხვედრა გაიმართა.

სემეკ-ის ინფორმაციით, ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა.

„ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აკადემიური წრის, არასამთავრობო ორგანიზაციების, კომპანიების წარმომადგენლები და სხვადასხვა სექტორის მომხმარებლები. 6 მარეგულირებელი უწყების წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს მომხმარებელთა უფლებები და უფლებების დარღვევის შემთხვევაში უწყებების მიერ რეაგირების ბერკეტები.

11-15 მარტს, საქართველოს მასშტაბით მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ორგანიზატორები არიან კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და სურსათის ეროვნული სააგენტო. კვირეულის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება“, - ნათქვამია სემეკის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება