ლევან დავითაშვილი - აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია, დეტალურად მიმოვიხილეთ ის პერსპექტივები, რომლებიც ახალი პროექტების კუთხით ჩნდება

აზერბაიჯანი საქართველოს ხუთეულშია სავაჭრო პარტნიორობის კუთხით, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციები, რომლებიც საქართველოში შემოდის აზერბაიჯანიდან და პირიქით. ჩვენ ასევე გვაქვს საერთაშორისო პროექტები, რომლებშიც საქართველო და აზერბაიჯანი წამყვან როლს თამაშობენ და ამაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, რომ ეს არის მეგა პროექტები აზერბაიჯანისთვის, სადაც საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს არის ძირითადად ენერგოუსაფრთხოებაზე მიმართული პროექტები, რომლებიც, მათ შორის, ევროპულ ენერგოუსაფრთხოებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ეს არის სატრანსპორტო-ლოგისტიკური მჭიდრო კავშირები, რომლებიც კიდევ უფრო აქტუალური ხდება გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, შუა დერეფნის განვითარება და რა თქმა უნდა, დეტალურად მიმოვიხილეთ ის პერსპექტივები, რომლებიც ახალი პროექტების კუთხით ჩნდება. ეს არის დამატებით ენერგეტიკულ პროექტებში თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება”, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო