შს მინისტრი საოკუპაციო ხაზზე პატრულირებაზე - გინტურის გარდაცვალების შემდეგ კიდევ დავამატეთ და რაღაცები გავაძლიერეთ, მაგრამ არ მინდა ღიად ვისაუბრო - ბარემ პირდაპირ მოვახსენებ ჩვენ ოკუპანტებს, რას, როგორ ვაკეთებთ

იმ გარდაცვალების [თამაზ გინტურის] შემდეგ კიდევ დავამატეთ და რაღაცები გავაძლიერეთ, მაგრამ არ მინდა ღიად ვისაუბრო. ბარემ პირდაპირ მოვახსენებ ჩვენ ოკუპანტებს, რას, როგორ ვაკეთებთ, - ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დეპუტატ ნატო ჩხეიძის კითხვას, თუ რატომ არ მიმდინარებს პატრულირება საოკუპაციო ხაზთან.

შს მინისტრმა,რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება, აღნიშნა, რომ პატრულირება მიმდინარეობს და ბევრი რაღაც კეთდება.

„ქალბატონო ნატო, არ ვიცი, თქვენ ვინ მოგახსენათ, არ მიმდინარეობს პატრულირება და არ მუშაობენ ადამიანები. მიმდინარეობს პატრულირება და ბევრი რაღაც კეთდება. ღიად ყოველთვის ვერ ვისაუბრებთ, რა კეთდება და როგორ კეთდება. მოგეხსენებათ, საოკუპაციო ხაზია...

დაახლოებით 400 კმ-ია საოკუპაციო ხაზი ცხინვალის მიმართულებით. ურთულესია, არაერთხელ მისაუბრია და შეიძლება მეათედ ვსაუბრობ, მისი 100%-იანი გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია. რაც არ უნდა თანხები, ბიუჯეტი მოგვცენ, რაც არ უნდა გავაკეთოთ... მაშინ, შსს 40 000 კი არა, 100 000 თუ გავხდებით კი, ბატონო, მერე გავაკეთებთ, თუმცა ეს ფიზიკურად ვერ მოხდება. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ჩვენ კი არა, აშშ ვერ იცავს საზღვარს ბოლომდე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მარტო აშშ კი არა ყველა, ბევრი, ევროპული და მათ შორის აზიური ქვეყნებიც. 100%-იანი დაკეტვა მე მგონი, მარტო ჩრდილოეთ კორეაშია. გადაკეტილი აქვთ მთელი საზღვრები. მეტს, მსოფლიოში ერთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, რომ საზღვრები 100%-ით დახურული აქვს, მით უმეტეს, საოკუპაციო ხაზი, სადაც ჩვენი მოქალაქეებიდან ზოგი იქით გადადის, ზოგს ნათესავი ჰყავს, ზოგი სასაფლაოზე გადადის, სამწუხაროდ, არ უშვებენ და აკავებენ. ეს პრობლემა დგას. თქვენ თუ იცით, გამოსავალი, რომ ასე შეიძლება გაკეთდეს, სიამოვნებით მოგისმენდით“, - განაცხადა გომელაურმა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, 10 წელია ხელმძღვანელი პირია, 2 წელი კი შს მინისტრის მოადგილე იყო და იმ დროს ამ მიმართულებას თავად კურირებდა.

„ძალიან ბევრი გვიმუშავია, მათ შორის პარტნიორებთანაც, არა მარტო ქართველებთან. ამის გამოსავალი - იცით, რა, ეს გააკეთეთ და მორჩა, 100%-ით გადახურული იქნება... არ ვიცი, ვერავინ გვეუბნება და თქვენ თუ გვეტყვით, მადლობელი ვიქნებით. მესმის, რომ შეიძლება უფრო მეტი შევძლოთ, მეტი გავაკეთოთ. თუმცა, იმ გარდაცვალების შემდეგ კიდევ დავამატეთ და რაღაცები გავაძლიერეთ, მაგრამ არ მინდა ღიად ვისაუბრო. ბარემ პირდაპირ მოვახსენებ ჩვენ ოკუპანტებს, რას, როგორ ვაკეთებთ“, - განაცხადა გომელაურმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს