ირაკლი ანთაძის განცხადებით, ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე დისკუსია  მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების საკითხზეც გაიმართა

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში დღეს გამართულ შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების საკითხზეც. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება.

"საგაზაფხულო სამუშაოები არის ჩვენი დისკუსიების ის ნაწილი, რომელიც განიხილება თავისუფალი გადაადგილების კონტექსტში და თავისუფალ გადაადგილებას მიეძღვნა დღევანდელ შეხვედრაზე ვრცელი დისკუსია, როგორც, უშუალოდ, თავისუფალი გადაადგილების კუთხით, ასევე ე.წ. გადასასვლელებზე, საწყის ეტაპზე, როგორც მინიმუმ, არსებული პერიოდის გაფართოების მიმართულებით. თავისუფალი გადაადგილების კონტექსტში, გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რა დროსაც არანაკლებ აქტუალურია ხოლმე უკანონო დაკავებების პრობლემა, ისევე როგორც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების დროს. ამაზე კონსულტაციები გრძელდება და ამ საკითხზე ვიქნებით პერმანენტულ კონტაქტზე "ცხელი ხაზის“ მეშვეობითაც“, - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

როგორც ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების საკითხზე გამართული დისკუსიისას, შეხვედრის ცხინვალელმა მონაწილეებმა კვლავ დააყენეს ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩორჩანაში განთავსებული ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმების საკითხი.

"დისკუსიის დროს, შეხვედრის ცხინვალელმა მონაწილეებმა გააჟღერეს საკუთარი პოზიცია ჩორჩანასთან დაკავშირებით, ვგულისხმობ სოფელ ჩორჩანაში არსებულ ქართული პოლიციის სტანდარტულ საგუშაგოს. სამწუხაროდ, მათ მიერ წარმოდგენილი არგუმენტები დაცლილია ყოველგვარი ფაქტობრივი და ლოგიკური შინაარსისგან და მათ კიდევ ერთხელ განემარტათ ამ პოსტის აღმართვის წინაპირობები - ეს ლოკაცია, ისევე, როგორც ფრონეს ხეობა, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია, 90-იანი წლებიდან მოყოლებული იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო წყნარი ადგილი და 2019 წელს, საოკუპაციო ძალების დესტრუქციულმა აქტიურობამ გამოიწვია აუცილებლობა, რომ ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით განთავსებულიყო პოლიციის სტანდარტული საგუშაგო, სადაც დგანან პოლიციელები ჩვეულებრივი საპოლიციო აღჭურვილობით, იმყოფებიან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და მათი იქ ყოფნა არ შეიცავს არავითარ საფრთხეს არავისთვის, მათ აქვთ კონკრეტული ამოცანა - დაიცვან წესრიგი და უსაფრთხოება“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს