ქუთაისში მეეზოვის პროფესიული დღე აღინიშნა

ქუთაისში მეეზოვის პროფესიული დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პროფესიული დღე ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლებს მიულოცეს და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს.

„მეეზოვის დღე მივულოცეთ „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლებს. რთული და საპასუხისმგებლო მისია აკისრიათ ამ ადამიანებს - მათზეა დამოკიდებული ჩვენი ქალაქის სისუფთავე და იერსახე. ისინი ყველაზე ადრე იწყებენ საქმიანობას და ყველაზე გვიან ამთავრებენ. ქალაქის სისუფთავეზე ყოველდღიურად „სპეცსერვისების“ 400-ამდე თანამშრომელი ზრუნავს.

ახლა, როცა ქუთაისში მიმდინარეობას ეკო სმარტ ქალაქის ტრანსფორმაციის პროექტი, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქალაქში სუფთა, ჯანსაღი გარემოს შექმნას და ამ პროცესში დასუფთავების სფეროს წარმომადგენლების თანადგომა აუცილებელი პირობაა.

მადლობა მათ, ქალაქის მოვლასა და ზრუნვაში შეტანილი დიდი წვლილისთვის!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება