გიორგი ამილახვარმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, მოადგილე გელა გელაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს კოკა კაციტაძესთან.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო უწყებებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. კერძოდ, მხარეებმა განიხილეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთობლივი პროექტი, რომელიც გულისხმობს, არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დასაცავად ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ჩატარებას.

„მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და არასრულწლოვანების ცნობიერების ასამაღლებლად ორივე უწყება მუშაობას აქტიურად გააგრძელებს და კიდევ უფრო მეტი სკოლა ჩაერთვება პროექტში. შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ნათია სონღულაშვილი ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო კამპანია უკვე სამი თვეა მიმდინარეობს და იგი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს, როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები უძღვებიან, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მასობრივად გავრცელებულ დანაშაულებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას აწვდიან – თუ რა არის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, როგორ და რა ფორმით ხდება პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა, რა არის პირადი ცხოვრების დაცვის მექანიზმები, როგორია აღნიშნული ტიპის დანაშაულებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და რა უნდა იცოდნენ არასრულწლოვანებმა აღნიშნული დანაშაულის თაობაზე.

მზარდი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში პირადი ცხოვრების დაცვა უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტების აღმოფხვრის, დანაშაულისგან დაცვისა და მათი გაფრთხილების ხელშეწყობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება