აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი - რუს კოლეგებს ექსტრემისტული ორგანიზაციის ორგანიზატორი გადავეცით, რომელიც ტაჯიკეთის მოქალაქეა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, რობერტ კიუტის განცხადებით, აფხაზეთის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ რუს კოლეგებს ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი ტაჯიკეთის მოქალაქე გადასცა.

„ცოტა ხნის წინ აფხაზეთში იდენტიფიცირებული იქნა ექსტრემისტული ორგანიზაციის ორგანიზატორი ტაჯიკეთის რესპუბლიკიდან, რომელიც რუსეთის ფედერაციაში კოლეგებს გადავეცით. მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით“, - ციტირებს მედია კიუტს.

ამასთან, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ აფხაზეთში თითქმის მუდმივად მოქმედებს გაძლიერებული რეჟიმი და რეიდები და სხვა ზომები ხორციელდება.

შეგახსენებთ, 22 მარტს მოსკოვის ოლქში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 137 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოთხი პირი, რომელიც თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდა. ოთხივე მათგანი ტაჯიკეთის მოქალაქეა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს