გიორგი ბარამიძე - მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც მოვიდა ქარში, წვიმაში, სიცივეში, რიგში იდგა და ხელი მოაწერეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც მოვიდა ქარში, წვიმაში, სიცივეში, რიგში იდგა და ხელი მოაწერეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს და მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენი სამშობლოს ყველა პატრიოტის ვალია მიხეილ სააკაშვილის გვერდით იყოს.

„ამ დიდ გზაზე გორში სიმბოლურად ვართ შეკრებილები. ქართლის შუაგულში, რომელმაც ყველაზე მეტად განიცადა ის სიმძიმე, რასაც ნეოიმპერიალისტურ ძალებთან დაპირისპირება და სამშობლოსთვის ბრძოლა ჰქვია, რომლის სიმბოლო არის მიხეილ სააკაშვილი, რატომაც ის დღეს ციხეშია, რატომაც არის პუტინის პატიმარი და რატომაც არის მიხეილ სააკაშვილი მთავარი მებრძოლი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენი სამშობლოს ყველა პატრიოტის ვალია მიხეილ სააკაშვილის გვერდით იყოს. შეიძლება მას პოლიტიკურად არ ეთანხმებოდეს, მაგრამ შეუძლებელია არ აცნობიერებდე მიხეილ სააკაშვილის როლს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისა და ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში, ჩვენი სამშობლოს ევროპისთვის მომავლის ბრძოლაში, სწორედ, მიშა არის ის ადამიანი, რომელმაც საქართველოს გზა ევროკავშირში გაუხსნა. საქართველოს დროშებთან ერთად, ევროკავშირის დროშები შემთხვევით არ გვიჭირავს ხელში, იმიტომ, რომ ევროკავშირი არის საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანების გზა ნატო-სთან ერთად. ევროკავშირი ნატო-სთან ერთად არის საქართველოს უკეთესი მომავლის გზა, ჩვენი ხალხის დასაქმების გზა, ჩვენი დევნილების, ემიგრაციის საქართველოში დაბრუნების გზა. ეს არის ის, რის გამოც დღეს სააკაშვილი ზის ციხეში, რის გამოც მას პუტინი დაუპირისპირდა.

ყველაფერს აქვს თავისი მნიშვნელობა, ყველა ნაბიჯს, ყველა ხელმოწერას, ყველა მიმართვას იქნება ეს დე-ფაქტო პრეზიდენტისადმი, რომელიც თვითონ „ქართულმა ოცნებამ“ დასვა და ახლა მასთან არის დაპირისპირებული, თუ ევროკავშირის, პრეზიდენტების მიმართვა, ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ამ რეჟიმის მთავარი ადამიანებისთვის ჩალის ფასია. ჩვენთვის ჩალის ფასი არ არის ევროკავშირი, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებები და რეზოლუცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრების პოზიცია და ასევე, თითოეული ქართველის ხელმოწერა, ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, ყველა ჩვენს თანამემამულეს, რომელსაც არ შეეშინდა, მოვიდა და ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, რომელზედაც ზურაბიშვილი ვალდებულია ირეაგიროს. მისი მოვალეობაა სააკაშვილი გაათავისუფლოს, რადგან თუ მისი სიტყვები არ არის ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები და თუ ის მართლა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ევროკავშირში პოლიტიკური პატიმრებით ვერ გავწევრიანდებით, მით უმეტეს ისეთი პოლიტიკური პატიმრით, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ადამიანი, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა შექმნა. ამიტომ ეს არის მისი მოვალეობა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მომსახურების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო