ირაკლი ნადირაძე - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 000-მდე ხელმოწერა შეგროვდა და შეგვაქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

გათავისუფლდეს პუტინის პირადი პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, - ამ მოთხოვნით “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მხარდამჭერებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.

როგორც ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განუცხადა, დაახლოებით მზად არის 200 000 ხელმოწერა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შეგროვდა, ხელმოწერები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადაეცემა.

“ხელმოწერები მთელი ქვეყნის მასშტაბით გროვდებოდა. 200 000-მდე ხელმოწერა შეგროვდა,მათ შორის ელექტრონულადაც ემიგრანტების მონაწილეობით და დღეს შეგვაქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მოთხოვნა არის პუტინის პირადი პატიმრის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, იმ ადამიანის, რომელმაც 2003 წელს ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანა, ბიუჯეტი, პენსია ათჯერ გაზარდა, უამრავი ინვესტორი ჩამოიყვანა, ქვეყანა წინ ძალიან სწრაფად მიჰყავდა. შესაბამისად, დღესაც თუ ვინმეს შეუძლია, რომ ქვეყანა კრიზისიდან ამოიყვანოს, ბიუჯეტი გაზარდოს, ინვესტორები ჩამოიყვანოს , შექმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ეს არის სწორედ მიხეილ სააკაშვილი, ამიტომ ისტორიული უსამართლობაა, რომ ეს ადამიანი ციხეში იჯდეს”, - განაცხადა ნადირაძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო