ირაკლი ზარქუა - 7-კაციანი კოლონა რომ მოდიოდა, იქაც კი დაჩაგრეს ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე ჩანდა - რა ვუშველო, რა ვუყო, არ ვიცი, არც „იქანა“ უნდათ, არც „აქანა“ მიიღეს

რაღაც 7-კაციანი კოლონა რომ მოდიოდა, იქაც კი დაჩაგრეს ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე ჩანდა - რა ვუშველო, რა ვუყო, არ ვიცი - არც „იქანა“ უნდათ, არც „აქანა“ მიიღეს - აქცია მოაწყო პარტიის თავმჯდომარემ და იქაც უკან მოჩანჩალებდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერების კამპანიას.

ზარქუას თქმით, ასეთი ლიდერის ხელში, “ნაციონალური მოძრაობა” ბარიერს ვერ გადალახავს

„გუშინ ვუყურებდი იმ საცოდაობას, რასაც ადგილი ჰქონდა. რაღაც 7- კაციანი კოლონა რომ მოდიოდა, იქაც კი დაჩაგრეს ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე ჩანდა - რა ვუშველო, რა ვუყო არ ვიცი. არც „იქანა“ უნდათ, არც „აქანა“ მიიღეს. აქცია მოაწყო პარტიის თავმჯდომარემ და იქაც უკან მოჩანჩალებდა. შემდეგ „ნაცმოძრაობას” გაუკვირდება, რატომ ვერ გადალახეს ბარიერი - ვერ გადალახავ ასეთი ლიდერის ხელში.

ჩვენ გვახსოვს 2003 წელი, როდესაც წალენჯიხიდან დაიძრა ავტობუსი, რომელიც იყო იმედის, განვითარების, დემოკრატიის სიმბოლო, ასე ეგონა მთელ მოსახლეობას. აქვე შეგახსენებთ, ჩემი ოჯახის წევრები იქ არ იყვნენ, პირიქით ოპოზიციაში ვიყავით, იმიტომ, რომ ვიცოდით, შევარდნაძე და ესენი ერთი კლანი იყვნენ მაშინაც. მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობას სჯეროდა ამ კაცის. ცოტა ხანში გავშიფრეთ და ყველამ საკუთარ ტყავზე ვიწვნიეთ ეს ტირანია და დიქტატორიზმი, რაც “ნაცების” ხელისუფლებაში მოსვლას მოჰყვა. ახლა სიმბოლური იყო, რომ 5 მანქანა მოჰყვებოდა, ავტობუსიც ვერ დაიქირავეს.

5 მანქანის მეტი ვერ ნახეთ? მე ვთხოვდი ვინმეს და დაგამატებდით კიდევ ორს, “ხაბეს” ხათრით.

ასეთი სასაცილოები ხართ, იმიტომ რომ თქვენმა არასწორმა, მწვალებლურმა, უსამშობლო პოლიტიკამ, რომელიც გულისხმობს, რომ ქართული სახელმწიფოს და ხალხის ინტერესები ფეხებზე გკიდიათ, მიგიყვანათ აქამდე. ატრიალეთ ახლა დროშა, ის ხუთი მანქანა და აბრიყვეთ ბელადი და შემდეგ თქვენ”,- აღნიშნა ზარქუამ.

მან ასევე ისაუბრა ვარაუდებზე, თუ რას მოიმოქმედებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამ მოთხოვნის შემდეგ და აღნიშნა, რომ მას ჰგონია, სალომე ზურაბიშვილი საკუთარი სიტყვების - “არა და არასდროს” ერთგული დარჩება.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, არაფერია გამორიცხული, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ის დარჩება თავისი სიტყვების “არა და არასდროს” ერთგული. იმიტომ, რომ ის გრძნობს პასუხისმგებლობას, როგორც კი შეიწყალებს, ის იქნება გამზიარებელი იმ მწვალებლობის, რეკეტის, ადამიანების დასახიჩრების, ახალგაზრდების ჩაცხრილვის, რასაც ადგილი ჰქონდა სააკაშვილის რეჟიმის დროს და არა მგონია ეს ნაბიჯი გადადგას. ამისთვის მგონი რომ ჭკვიანია”, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ავტომობილებით მსვლელობა წალენჯიხიდან დაიწყო. მსვლელობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციასთან დასრულდა. "ნაციონალური მოძრაობამ" პრეზიდენტს ოფიციალურად გადასცა ხელმოწერები, რომელიც მიხეილ სააკაშვილისგათავისუფლების მოთხოვნით შეგროვდა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო