ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს

26,27 და 28 მარტს, ქართული კომპანია ოვამედის ორგანიზებით და ამერიკული ჰოლდინგის CooperSurgical-ის პარტნიორობით, საქართველოში ტარდება 3 დღიანი სემინარი ინ ვიტრო განაყოფიერების უახლესი ტენდენციებისა და სიახლეების შესახებ.

კომპანია ოვამედი უკვე 11 წელია ამარაგებს საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებულ ინ ვიტრო განაყოფიერების ლაბორატორიებს. ამჯერად, ოვამედისა და ამერიკული ჰოლდინგის CooperSurgical-ის პარტნიორობით ტარდება 3 დღიანი სემინარი. ამ დარგის განვითარება ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის ზრდასთან და განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ეს სფერო ძალიან განვითარდა. ასევე, მოხარული ვარ რომ ჩვენი კომპანია არა მხოლოდ სიახლეების ინიციატორია, არამედ, საგანმანათლებლო კუთხით ხელს უწყობს ამ დარგის განვითარებას, - აცხადებს თამარ ხოსიტაშვილი, ოვამედის გენერალური დრექტორი.

სემინარის მომხსენებლები, დარგის მოწინავე სპეციალისტები არიან. სპიკერები ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და დანიიდან სტუმრობენ საქართველოს. მოხსენებების ძირითადი საკითხები ინ ვიტრო განაყოფიერების უახლესი სამედიცინო აღჭურვილობა და გამოყენებული მეთოდების გაცნობაა ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: ემბრიოლოგია, ანდროლოგია, ასევე, ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობა.

სემინარის დროს, ადგილზე აგრეთვე წარმოდგენილი იქნება უახლესი აპარატურა და დანადგარები, რომლებიც გამოიყენება მსოფლიოს მოწინავე კლინიკებში. სემინარის სტუმრები არიან საქართველოდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტები, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგები და ემბრიოლოგები.

კომპანია ოვამედი 2012 წლიდან ოპერირებს და ამარაგებს საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებულ ინ ვიტრო განაყოფიერების ლაბორატორიებს. ოვამედი აგრეთვე, ექსკლუზიური წარმომადგენელია ამერიკული ჰოლდინგის „CooperSurgical”-ის საქართველოსა და აზერბაიჯანში. CooperSurgical კი, მსოფლიოში არსებული ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ბრენდების გაერთიანებაა.

წამყვან უცხოურ ბრენდებთან თანამშრომლობით და ექიმებისთვის სიახლეების მუდმივი გაზიარებით კომპანია ოვამედი, უკვე მრავალი წელია დარგის განვითარებას უწყობს ხელს.

2023 წელს კუპერს სერჯიკალმა კომპანია ოვამედი დააჯილდოვა ევროპის, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის წარმომადგენლებს შორის ნომინაციაშიწლის საუკეთესო პარტნიორი კომპანია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის მნიშვნელოვანი წვლილს ინვიტრო განაყოფიერების დარგის განვითარებაში.

ოვამედი აქტიურად ზრუნავს საქართველოში ამ მიმართულების ექიმების განათლებასა და გადამზადებაზე. ბრიუსელში, CooperSurgical-ის ტრენინგ ცენტრში, სხვადასხვა სემინარებსა და ტრენინგებზე სისტემატიურად იწვევს ექიმების. მომავალში კი, სხვადასხვა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო შეხვედრაა დაგეგმილი.

სემინარზე მოწვეული მომხსენებლები გახლავთ CooperSurgical-ის წარმომადგენლები, ინ ვიტრო განაყოფიერების სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები. ძალიან მოხარული ვარ რომ ჩვენი კომპანია ასევე საგანმანათლებლო კუთხით ხელს უწყობს ამ დარგის განვითარებას.

(R)

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო