ქუთაისის კამერულ გუნდს კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის სახელი მიენიჭა

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამოჩენილი კომპოზიტორის, საგუნდო მუსიკის დიდოსტატის, იოსებ კეჭაყმაძის 85 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ღონისძიებაზე ქუთაისისკამერულ გუნდს (ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე), სახელმწიფოს ინიციატივითა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, იოსებ კეჭაყმაძის სახელი მიენიჭა.ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, საღამოს ესწრებოდნენ : საქართველოსკულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე.

ქუთაისის მერიის განმარტებით, საიუბილეო საღამოზე მაყურებელს კომპოზიტორის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე საინტერესო და უცნობი ფაქტები გააცნეს, ნაჩვენები იქნა ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმიდან, რომელიც იოსებ კეჭაყმაძის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა, საგუნდო კოლექტივებმა კომპოზიტორისა და საგუნდო მუსიკის დიდოსტატის ნაწარმოებები შეასრულეს. „საგუნდო მუსიკის კლასიკოსის, კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის 85 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე ქუთაისის კამერულ გუნდს იოსებ კეჭაყმაძის სახელი მიენიჭა. მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრს, თეა წულუკიანს, იოსებ კეჭაყმაძის ოჯახს, რადგან სწორედ მათი ინიციატივითა და მხარდაჭერით იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ქუთაისისთვის ძვირფასია იოსებ კეჭაყმაძის „ქუთაისური სერენადა“, რომელშიც ჩვენი ქალაქის მელოდია და აქცენტები ელეგანტურად და სიფაქიზითაა გადმოცემული, ზუსტად ისე, როგორც უხდება ქუთაისს.“, - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება