საფრანგეთის ასამბლეამ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღო

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო კანონპროექტი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, - ინფორმაციას გამოცემა Lemonde ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კანონპროექტს, რომელიც ემანუელ მაკრონის პარტია „რენესანსმა“ წარადგინა, მხარი 171-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 25 წავიდა.

კანონპროექტი გარე ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლას საეჭვო აქტივობის მონიტორინგისთვის ალგორითმის გამოყენებას ითვალისწინებს.

ალგორითმზე დაფუძნებული ონლაინ თვალთვალის ტექნიკა საფრანგეთში 2015 წლიდან არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ პოტენციური „ტერორისტების“ წინააღმდეგ გამოიყენება. ახალი კანონი გააფართოვებს პრაქტიკას, რათა დაადგინოს უცხოურ ჩარევაში მონაწილე პირები ოთხწლიან საცდელ პერიოდში.

კანონი ასევე მოითხოვს იმ ადამიანებისგან, რომლებიც უცხოურ ინტერესებს ლობირებენ, დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში. ხოლო მათ, ვინც ამას არ გააკეთებს, სანქციები დაუწესდებათ. ეს უცხოური სუბიექტები მოიცავს გარე ძალებს, რომლებიც ევროკავშირს არ განეკუთვნება, ფირმებს, რომელთა ნახევარი ან მეტი უცხო ქვეყნის საკუთრებაშია ან მათ მიერ დაფინანსებულია, და უცხო ქვეყნების პოლიტიკურ პარტიებს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს იმ ადამიანების, ფირმების ან ორგანიზაციების ფინანსური აქტივების გაყინვის შესაძლებლობას, რომლებიც გარე ჩარევაში არიან ჩართული.

კანონპროექტს, დასამტკიცებლად, მწვანე შუქი საფანგეთის სენატმაც უნდა აუნთოს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო