სოზარ სუბარი - მერამდენედ გაწბილდა ქართული რადიკალური ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს მიერ - სწორედ ამიტომ ვერ ბედავენ  მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები, განაჩენები წაიღონ სტრასბურგში

სტრასბურგის ადამიანთა უფლებების სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული სასამართლოს განაჩენები სამართლიანია, ემყარება კანონს და ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტს, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რა დროსაც გამოეხმაურა პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ მისი სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო.

სუბარის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები სწორედ ამიტომ დღემდე ვერ ბედავენ, თავისი განაჩენები წაიღონ სტრასბურგში და იქ სცადონ გასაჩივრება. მისივე თქმით, მათ ურჩევნიათ, რომ “ასე ცილისწამებებით ილაპარაკონ, თითქოს მის წინააღმდეგ პოლიტიკური განაჩენებია გამოტანილი.”

„მერამდენედ გაწბილდა ქართული რადიკალური ოპოზიცია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ. სტრასბურგის ადამიანთა უფლებების სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული სასამართლოს განაჩენები სამართლიანია, ემყარება კანონს და ადამიანთა უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტს. სწორედ ამიტომ არის, რომ განხილვაშიც კი არ მიიღო სტრასბურგმა ნიკა გვარამიას საჩივარი. სწორედ ამიტომ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები დღემდე ვერ ბედავენ, თავისი განაჩენები წაიღონ სტრასბურგში და იქ სცადონ გასაჩივრება, ურჩევნიათ, რომ ასე ცილისწამებებით ილაპარაკონ, თითქოს მის წინააღმდეგ პოლიტიკური განაჩენებია გამოტანილი. თუმცა, სტრასბურგის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც უარი თქვა გვარამიას საჩივრის მიღებაზე, კარგი იქნება თუ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი მოიხდიან ბოდიშს ქართული სასამართლოს, სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების წინაშე. ასევე, ბოდიშს მოიხდიან პირადად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის წინაშე, რადგან წარმოუდგენელი ცილისწამებები და ზეწოლა იყო მის წინააღმდეგ. ასევე კარგი იქნება თუ უცხოური აგენტურა, წარმოდგენილი “ენჯეოების” სახით, ბოდიშს მოიხდიან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის და ქართული მართლმსაჯულების წინაშე იმ ცილისწამების გამო, რაც მათგან მოდიოდა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

სტრასბურგის სასამართლომ მერამდენედ დაადასტურა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არის პოლიტიზებული, მაღალ დონეზეა და ამისი მაგალითია, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ ბედავს თავისი საქმე სტრასბურგში წაიღოს”, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, პოლიტიკური პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

ნიკა გვარამიას თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება და სასამართლო შეიცვლება, პოლიტიკური საქმეების შესახებ სიმართლეს ყველა გაიგებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს იმის მერე მიმართა, რაც მისი სარჩელი უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო და ძალაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩებოდა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო