დანაზოგების ყველაზე მსხვილ პლატფორმას საქართველოში Hotsale.ge-ს ნახევარმილიონიანი აუდიტორია ჰყავს

ბაზარზე 13-წლიანი ოპერირების განმავლობაში Hotsale.ge სტაბილურად მზარდ ელექტრონული კომერციის პლატფორმად ჩამოყალიბდა. ვებგვერდს საშუალოდ ნახევარმილიონიანი აუდიტორია ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სერვისის მიმართ მოთხოვნა მაღალია.

როგორც Hotsale.ge-ის ბრენდის განვითარების ხელმძღვანელი ლანა ცხადაძე განმარტავს, მაღალი ხარისხის სერვისის შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანესია მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებელთან, კომპანიებისათვის ინდივიდუალურად შემუშავებული საპრომოციო კამპანიები, ოპერატიულობა და მოქნილობა. მათივე თქმით, თანამედროვე სტანდარტების გამოყენებით 13 წლის წინ შექმნილი Hotsale.ge დღეს, ადგილობრივი ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი გარანტია, ყველაზე საქმიანი და გაზომვადი, შედეგზე ორიენტირებული მარკეტინგული მხარდაჭერის წყალობით:

„Hotsale.ge აერთიანებს 3000-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას, ნახევარ მილიონ გამომწერს Facebook-ზე და 29000 ათასზე მეტ ვებგვერდის უნიკალურ მომხმარებელს ყოველთვიურად. დამეთანხმებით, რომ ადგილობრივი ბაზრისთვის ეს გახლავთ საკმაოდ მსხვილი მაჩვენებლები. რაც ასევე მთავარია, სტატისტიკური მონაცემები პირდაპირ მიანიშნებს ვებგვერდის მიმართ არსებულ მაღალ სანდოობაზე. შესაბამისად, ჩვენ ვართ სწრაფი და მოქნილი შუამავალი რგოლი ბიზნესსა და მომხმარებელს შორის“, - აღნიშნა მან.

ლანა ცხადაძე დეტალურად საუბრობს Hotsale.ge-სა და კომპანიებს შორის არსებული პარტნიორობის წარმატების მიზეზებსა და სწორი პრომოციის მნიშვნელობაზე:

„გარდა იმისა, რომ გვყავს დიდი აუდიტორია, გვაქვს მრავალფეროვანი საპრომოციო ინსტრუმენტი, ვაწარმოოთ სწორი მარკეტინგი თითოეული კომპანიისთვის და აღსანიშნავია, რომ ყველა კამპანია ინდივიდუალურად მათზეა მორგებული. მას შემდეგ, რაც ბიზნესი ხდება ჩვენი პარტნიორი და მისი შეთავაზება თავსდება ჩვენს ვებგვერდზე, იწყება სხვადასხვა გაზომვადი მარკეტინგული აქტივობა კომპანიის ფინანსური ზრდისა და ზოგადად ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად. ხოლო დანაზოგს, რასაც ჩვენს ისინი მომხმარებელს სთავაზობენ, სწორედ მათი საპრომოციო ხარჯია. შემიძლია უამრავი წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი მოგიყვანოთ. მაგალითად: პრემიუმ კლასის სასტუმროები რომლებსაც რამდენიმე ათასი სტაბილური მომხმარებელი ჰყავს Hotsale.ge-ს მეშვეობით, ასევე თუ როგორ შეიქმნა ესა თუ ის ბიზნესი ჩვენთან ერთად, როგორ გახდა წარმატებული და მოთხოვნადი ბაზარზე... მოგეხსენებათ, ქართული ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია, შესაბამისად, ცნობადობის მოპოვება და ლოიალური მომხმარებლის შეძენა, დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენი გუნდის მეშვეობით შედეგები გარანტირებულია. რადგან ჩვენი უპირველესი ამოცანაა, ერთის მხრივ, ბიზნესის წარმატება, ხოლო მეორე მხრივ - კმაყოფილი მომხმარებელი“.

Hotsale.ge-ის მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ სანდო პარტნიორია კომპანიებისთვის და საუკეთესო დანაზოგების მასტიმულირებელი პლატფორმა მომხმარებლისთვის.

Hotsale.ge 2011 წელს დაარსდა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს, მრავალფეროვან მომსახურებასა და პროდუქტს გონივრულად დაზოგვის საფუძველზე.

ვებგვერდზე - Hotsale.ge განთავსებულია შეთავაზებები სხვადასხვა კომპანიისგან: სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, ესთეტიკის ცენტრები და სალონები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, აუზები და სხვა.

(R)

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო