მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ადამიანების თავისუფალი მიმოსვლის განუყოფელი ნაწილია, ხშირად პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის ჯგუფის რეკომენდაციების შესრულების შეაფასება დაიწყო.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა, საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების სრულიად განსხვავებულ ეტაპზეა - არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და სტატუსის მოპოვებამ ევროკავშირთან ურთიერთობები თვისობრივად შეცვალა.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე სრული ინტეგრაცია გარდაუვალია, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შრომითი ბაზრის გახსნას გულისხმობს. როგორც ბოჭორიშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, ის რაც ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაციას უკავშირდება, გარკვეულწილად მიგრაციასაც უკავშირდება.

„ათწლეულების მანძილზე საქართველოს მოქალაქეებს ურთულესი გზის გავლა უწევთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დასაქმების შესაძლებლობა მოიპოვონ. ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დასაქმების ლეგალური გზების ძიების გამო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობას კარგავენ, რაც მათი საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობებს ამცირებს.

არალეგალურ მიგრაციასთან გასამკლავებლად და უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შესამცირებლად, საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღიდანვე დაიწყო მუშაობა. ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს სათანადოდ აფასებენ, თუმცა დღეს როდესაც ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკის შემუშავება და სწორი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ჩვენს მოქალაქეებს არ უწევდეთ არალეგალური გზების ძიება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მუშაობისთვის და მეორე მხრივ, ჩვენ ქვეყანას არ მიადგენს ამ პროცესებით ზიანი. სამწუხაროდ, მიგრაციასთან მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ადამიანების თავისუფალი მიმოსვლის განუყოფელი ნაწილია, ძალიან ხშირად პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება, რაც დამაზიანებელია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას გარკვეულ ხელოვნურ ბარიერებს უქმნის.

დღეს ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ამ თემის ინსტრუმენტალიზაციას ახდენს და საგნობრივი დისკუსიებისა და საკითხისადმი კომპლექსური მიდგომის ნაცვლად, ძალიან ხშირად ადგილი აქვს დემაგოგიურ განცხადებებს, რაც არაფრის მომტანია არც ჩვენი მოქალაქეებისთვის და არც იმ ადამიანებისთვის, ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთ არიან“, - განაცხადა ბოჭირიშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

რეკომენდაციების შესრულების შეფასების პროცესი მოიცავს ინფორმაციის შეგროვებას სახელმწიფო ორგანოებისგან, მათ დამუშავებას, საკომიტეტო მოსმენების ჩატარებას და შეფასების ანგარიშის მომზადებას. აღნიშნულ პროცესს პარლამენტის კომიტეტი განახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის “ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ ხელშეწყობით.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო