სირიის ქალაქ ალეპოში ისრაელის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშებს 33 მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან.
წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ თავდასხმების შედეგად ასევე დაიღუპა „ჰეზბოლას“ ხუთი მებრძოლი.