„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ცხარე დისკუსიის საგანი გახდა

„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები არის პროპაგანდისტული ტრიუკი და თვალთმაქცობა, რომელიც წარმომადგენლობითი დემოკრატიის ყველა პრინციპს თავდაყირა აყენებს - წარმოდგენილი ცვლილება მხოლოდ პარტიული ელიტის ინტერესებს ემსახურება! - აღნიშნული განცხადება “ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა “ქართული ოცნების“ იმ ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვით, საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს.

“ქართული ოცნების“ ინიციატივა ცხარე დისკუსიის საგანი იყო პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე.

როგორც უსუფაშვილმა განმარტა, კანონში დაგეგმილი ცვლილებები რეალურ ცხოვრებაში არაფერს ცვლის, არაფერი ახალი არ ხდება, პროპორციული სისტემა რჩება და დეპუტატს, რომელსაც საარჩევნო სიაში “დელეგატი“ ეწერება, არავითარი დამატებითი სახელმწიფოებრივი, იურიდიული თუ ადმინისტრაციული უფლებამოსილება არ ექნება.

“სამწუხაროდ, ეს ყველაფერი საარჩევნო პროპაგანდისტული ამბავია და სხვა არაფერი! წარმოდგენილი ცვლილებებით მაჟორიტარი არ გაჩნდება - ეს არ არის საკანონმდებლო ცვლილება, არ არის სისტემის ცვლილება, მაგრამ გვჭირდება პროპაგანდისტულად!

ადგილი აქვს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის გამიზნულ მცდელობას - არის მცდელობა იმისა, რომ რაიონებში პარტიის სასარგებლოდ მაჟორიტარების რესურსი ბოლომდე ამოიწუროს, ხოლო სინამდვილეში ამომრჩეველიც და მაჟორიტარიც ნაკლებად გვაინტერესებს“, - განაცხადა უსუფაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს