ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა სასესიო დარბაზთან არსებულ კედელზე ზვიად გამსახურდიას სურათი ჩამოკიდეს

საპარლამენტო პოლიტიკურის ჯგუფის „თავისუფლების" წევრებმა საქართველოს პარლამენტში ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სურათი განათავსეს.

დეპუტატებმა ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა გამსახურდიას სურათი სასესიო დარბაზთან არსებულ კედელზე ჩამოკიდეს.

როგორც ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, 2 დღის წინ, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე იყო და ხელისუფლებამ მას სახელმწიფოებრივ დონეზე პატივი არ მიაგო.

"2 დღის წინ იყო დიდი ქართველი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის საიუბილეო თარიღი, რაც ხელისუფლებამ არ შეიმჩნია და პატივი არ მიაგო სახელმწიფოებრივ დონეზე. ეს არც იყო გასაკვირი იმ ხელისუფლებისგან, რომელიც ჯიუტად მისდევს 29 წლის წინ დანერგილ სიყალბეს, რომ დამოუკიდებლობა უნდა გვეზეიმა არა 9 აპრილს, არამედ 26 მაისს.

თბილისში ზვიად გამსახურდიას ძეგლი არ არის და არც პარლამენტშია მისი გამოსახულება. ჩვენ გამოვასწორებთ ამ უკანონობას და ზვიად გამსახურდიას ფოტოს მივუჩენთ იმ ადგილს, რომელიც მას უნდა დაეკავებინა," - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს